შერმადინის “ტენერიფე” ოთხთა ფინალში გავიდა » სპორტის ხაზი

შერმადინის “ტენერიფე” ოთხთა ფინალში გავიდა

შერმადინის “ტენერიფე” ოთხთა ფინალში გავიდა
20-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

“ლენოვო ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში იმარჯვა. შერმადინის გუნდმა “მანრესა” ანგარით ანგარიშით 84:72 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ “ტენერიფეს” წინა შეხვედრა წაგებული ჰქონდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებოდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი მატჩის ძირითად ხუთეულში იმყოფებოდა. საერთო ჯამში მან 18:37 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველის ანგარიშზე ასეთი მაჩვენებლებია - 8 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ტენერიფე” მალაგის “უნიკახას” დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.