შენგელიას 15 ქულა - “ვირტუსი” კვლავ ლიდერია » სპორტის ხაზი

შენგელიას 15 ქულა - “ვირტუსი” კვლავ ლიდერია

შენგელიას 15 ქულა - “ვირტუსი” კვლავ ლიდერია
20-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩში “ვირტუს ბოლონია” “ჯივოვა სკაფატის” ესტუმრა და ანგარიშით 83:81 დაამარცხა. სტუმრებმა აღნიშნული გამარჯვებით შიდა ჩემპიონატის ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

“ვირტუს ბოლონიას” ამ გამარჯვებაში დიდი როლი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამაც ითამაშა. მან მოედანზე 31 წუთამდდ დაჰყო, აღნიშნულ დროში კი შემდეგნაირი მაჩვენებლები დააფიქსირა - 15 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა. უნდა ითქვას, რომ შენგელიას წინააღმდეგ ოთხჯერ დაჯარიმდნენ.

თორნიკე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაახლოებით 23 იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი