ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.
რაც შეეხება მილანს, სტეფანო პიოლის გუნდი ნახევარ-ფინალურ ეტაპზე ბენფიკა-ინტერის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.
დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პიოლიმ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გაააკეთა და აღნიშნა, რომ განსხვავებით შიდა ჩემპიონატისგან, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე სულ სხვა გუნდია.
"ნაპოლი ძლიერი გუნდია და იტალიის ჩემპიონატში დომინირებს, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ მილანი ვართ", - აღნიშნა პიოლიმ.