ინგლისს მიუახლოვდა - რას წერს ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გიორგი მამარდაშვილზე? » სპორტის ხაზი

ინგლისს მიუახლოვდა - რას წერს ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გიორგი მამარდაშვილზე?

ინგლისს მიუახლოვდა - რას წერს ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გიორგი მამარდაშვილზე?
17-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან, განსაკუთრებით კი ლონდონურები.

ამ ყველაფრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, რომელიც ამბობს, რომ ქართველი მეკარე სეზონის ბოლოს ვალენსიას 100%-ით დატოვებს:

"საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის დასრულებისას ვალენსიადან წავა მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი სულ ახლახანს 2027 წლამდე გაახანგრძლივა."

"პრემიერ ლიგაში ლონდონის ჩელსი და ტოტენჰემი ქართველი მეკარის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან, ლესტერის წარმომადგენლები კი მამარდაშვილის აგენტს 10 დღის წინ შეხვდნენ."
- წერს ჟურნალისტი

შეგახსენებთ, რომ გიორგის გამოსასყიდი თანხა ამ ეტაპზე 100 მილიონს შეადგენს, თუმცა შესაძლებელია, რომ მამარდა უფრო ნაკლებ ფასშიც გაიყიდოს, ყველაფერი უშუალოდ კლუბებს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი