"ხვიჩა ადრე სიურპრიზი იყო, ახლა გაშიფრულია" - არიგო საკი კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ადრე სიურპრიზი იყო, ახლა გაშიფრულია" - არიგო საკი კვარაცხელიაზე საუბრობს

"ხვიჩა ადრე სიურპრიზი იყო, ახლა გაშიფრულია" - არიგო საკი კვარაცხელიაზე საუბრობს
17-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილმა ფიგურამ, არიგო საკიმ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ საკიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ცვალებადობაზეც გააკეთა და თქვა, რომ მცველებმა მას ალღო აუღეს, რის გამოც ქართველი ისეთივე მოულოდნელობებით ვეღარ გვაოგნებს, როგორც ამას სეზონის დასაწყისში აკეთებდა:

"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ისეთივე განსაცვიფრებელი და ამოუხსნელი აღარ არის, როგორიც სულ თავიდან ვნახეთ. მარტივად რომ ვთქვა, ის სეზონის სტარტზე ნამდვილი სიურპრიზი იყო, მცველებს კი მისი განეიტრალება ლოგიკურად უჭირდათ, თუმცა დროის გასვლასთან ერთად უკანახაზელებმა ხვიჩას სათამაშო სტილი უკეთ აითვისეს და მის შესაჩერებლად კონტრზომები მიიღეს. თუ დაუკვირდებით, ის უმეტესად დრიბლინგს მოედნის სიღრმისკენ მიმართავს, ეს კი მცველებისთვის ახალი აღარ არის." - თქვა არიგო საკიმ

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრას მილანის წინააღმდეგ ხვალ, 23:00 საათზე მარადონაზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი