მიშველიძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა » სპორტის ხაზი

მიშველიძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა

მიშველიძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა
17-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატო მომდინარეობს. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ასანიძის თაოსნობით შოთა მიშველიძემ და გოდერძი ბერდელიძემ იასპარეზეს.

ოქროს მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ, რომელმაც ატაცში 129/133/136 კილოგრამი დასძლია. რაც შეეხება აკვრას, აქ მან 155/162 კგ აწია და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში შოთამ 298 კგ მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ბერდელიძეს, მან ატაცში 122 კილოგრამს აწია და მე-4 პოზიცია დაიკავა, ისევე როგორც აკვრასა და ორჭიდის ჯამში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი