შერმადინის შედეგიანი მატჩი - “ტენერიფემ” ლიდერი დაამარცხა » სპორტის ხაზი

შერმადინის შედეგიანი მატჩი - “ტენერიფემ” ლიდერი დაამარცხა

შერმადინის შედეგიანი მატჩი - “ტენერიფემ” ლიდერი დაამარცხა
17-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესაში “ლენოვო ტენერიფემ” შინ ცხრილის ლიდერი “ბასკონია” მიიღო. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. ამაზე მატჩის შედეგიც მეტყველებს. მასპინძლებმა ანგარიშით 83:81 იმარჯვეს. გადამწყვეტი საჯარიმო სროლები “ტენერიფემ” შეხვედრის მიწურულს ჩააგდო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრს, გიორგი შერმადინს, მან მოედანზე 24:31 წუთი დაჰყო, რა დროშიც 20 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მიითვალა. ამ მაჩვენებლებით გიო თავიის გუნდის რიგებში ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და “ტენერიფეს” გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი