პიოლი: “ნაპოლის გოლი აქვს გასატანი და ეს სივრცეებს გაგვიხსნის” » სპორტის ხაზი

პიოლი: “ნაპოლის გოლი აქვს გასატანი და ეს სივრცეებს გაგვიხსნის”

პიოლი: “ნაპოლის გოლი აქვს გასატანი და ეს სივრცეებს გაგვიხსნის”
16-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში “მილანი” “ბოლონიას” ესტუმრა და ქულები დაკარგა. შეხვედრაში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. “როსონერის” თავკაცმა შეხვედრის შემდგომ მედიასთან ისაუბრა:

“შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ, გოლი მალევე გავუშვით. ამ დონეზე მოთამაშე გუნდი მსგავსად არ უნდა იქცეოდეს. მთავარია, რომ შემდეგ ინიციატივა ხელიდან არ გავუშვით და ქულის გადარჩენა შევძელით.

სამ დღეში ერთხელ თამაში ძალიან რთულია. ბუნებრივია, რომ ეს დიდ ფიზიკურ და მენტალურ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ნაპოლისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ დასვენება აუცილებელი იყო.

ოთხშაბათს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა ნაპოლის გოლი აქვს გასატანი და უფრო აგრესიული იქნება, რაც ჩვენ მეტ სივრცეს მოგვცემს და ეს უნდა გამოვიყენოთ.”

“ნაპოლისა” და “მილანის” შეხვედრა 18 აპრილს 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი