მიქაუტაძე: “ჩვენი მთავარი მიზანი ლიგა 1-ში გადასვლაა” » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე: “ჩვენი მთავარი მიზანი ლიგა 1-ში გადასვლაა”

მიქაუტაძე: “ჩვენი მთავარი მიზანი ლიგა 1-ში გადასვლაა”
16-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მეცმა” შინ “ბორდო” მიიღო და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველმა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ დუბლი მიითვალა, ამასთანავე მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს მისი აქტიურობისას “ბორდოს” მეკარემ თამაშის წესი დაარღვია და იგი გააძევეს. ჟორჟი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მიქაუტაძემ მატჩის დასრულების შემდგომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

“ალბათ ჩვენუ ასეთი უპირატესობა პირველ რიგში იმან განაპირობა, რომ მეტოქე ათი კაცით დარჩა. მეორე ნახევრის დაწყების შემდგომ უპირატესობა მალევე მოვიპოვეთ.

ვთვლი, რომ მეკარე წითელ ბარათს იმსახურებდა, ვინაიდან ნაცვლად იმისა, რომ ბურთზე ეთამაშა, მე დამეჯახა და დაჯარიმდა. მისი გაძევების შემდგომ მეტი ენთუზიაზმით ვითამაშეთ. ზოგადად, ბორდოს აგრესია აკლდა. ბევრ სივრცეს ტოვებდნენ და ჩვენ ყველა ეს შეცდომა გამოვიყენეთ.

ახლა ბორდოს 1 ქულით ჩამოვრჩებით. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ისაა, რომ ლიგა 1-ში გადავიდეს. ამისათვის ყველაფერი უნდა გავიღოთ. ზუსტად მთელი მონდომება ჩავდეთ დღევანდელ მატჩშიც.”

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს დივიზიონში ცხრილში პირველ და მეორე ადგილოსნები გადავლენ. “ბორდოს” 56 ქულა აქვს, “მეცს” კი 55.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი