მეცმა ბორდო 3:0 გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა? » სპორტის ხაზი

მეცმა ბორდო 3:0 გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა?

მეცმა ბორდო 3:0 გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
15-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დასრულდა საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის მეცმა ზურიკო დავითაშვილის ბორდო 3:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ მეცის 3 გოლიდან ორი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 8.4 სარეიტინგო ქულით გახდა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩაერთო და 6.5 ქულა მიიღო.

ამ მოგებით მიქაუტაძის მეცი ლიგა 2-ის მესამე ადგილს 55 ქულით იკავებს, ბორდო კი მეორეზე 56 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი