სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი "ლავალსა" და "ბორდოს" შორის, სადაც სტუმრებმა შეხვედრის 69-ე წუთზე მაინც მოახერხეს გოლის გატანა და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება.
მეორე გოლის მომენტში მთავარი როლი ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა, რომელმაც ულამაზესი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა და თანაგუნდელს "ცარიელ კარში" გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის შემტევი "ბორდოს" იდეალურად შეეწყო და მის ანგარიშზე ფრანგული კლუბის მაისურით, უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.