"მსაჯმა ბარათები არათანმიმდევრულად გამოიყენა" - კლარენს ზეედორფი » სპორტის ხაზი

"მსაჯმა ბარათები არათანმიმდევრულად გამოიყენა" - კლარენს ზეედორფი

"მსაჯმა ბარათები არათანმიმდევრულად გამოიყენა" - კლარენს ზეედორფი
15-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მილანისა და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა ისტვან კოვაჩი გააკრიტიკა, რომელიც ნაპოლის გუშინდელ ჩემპიონთალიგურ შეხვედრას სჯიდა:

"მისი მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, რადგან საკმაოდ არათანმიმდევრული იყო. მარტივად რომ ვთქვა, მან პირველ ტაიმში ერთი სტილით იმსაჯა, მეორეში კი თავიდან ბოლომდე შეიცვალა, ეს არასწორია."

"კოვაჩმა ჯოვანი დი ლორენცოს ყვითელი დაუმსახურებლად უჩვენა, რადგან ის გუნდის კაპიტანია და მსაჯთან მომენტის გაპროტესტების მეტი უფლება აქვს. ვწუხვარ, რომ განმეორებით შეხვედრაში ნაპოლის რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი არ ეყოლება."
- თქვა კლარენსმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი