ლუჩანო გაბრაზდა - სპალეტიმ ნაპოლის ფანები ღიად გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

ლუჩანო გაბრაზდა - სპალეტიმ ნაპოლის ფანები ღიად გააკრიტიკა

ლუჩანო გაბრაზდა - სპალეტიმ ნაპოლის ფანები ღიად გააკრიტიკა
14-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Footballitalia წერს, ნაპოლის 64 წლის დამრიგებელი, ლუჩანო სპალეტი მილანის გულშემატკივრების მიერ მოწყობილი ატმოსფეროთი განსაკუთრებით მოიხიბლა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მან ნეაპოლიტანელი ქომაგები გააკრიტიკა:

"ჩვენს გუნდს მყარი ხასიათი ჯერ კიდევ არ გააჩნია, რადგან კონკრეტული სიტუაციების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები ვართ. მაგალითად, იმ ატმოსფეროს გავიხსენებ, რომელიც მარადონაზე მილანთან 0:4 წაგებულ შეხვედრაში იყო, მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს."

"ალბათ, ყველამ კარგად ნახეთ თუ როგორ გულშემატკივრობდნენ სან სიროზე მოსული მილანელები თავიანთ საყვარელ გუნდს, მათ საოცარი გარემო შექმნეს, რაც უშუალოდ კლუბს ძალიან დაეხმარა. ჩვენმა მხარდამჭერებმა კი მატჩის მსვლელობისას ერთმანეთში იჩხუბეს და გუნდის გამხნევება სულ დაივიწყეს, ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ."
- თქვა ლუჩანომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი