"ხვიჩა და ლეაო ნაპოლისა და მილანის ბედს განაგებენ" - Corriere della Sera, იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა და ლეაო ნაპოლისა და მილანის ბედს განაგებენ" - Corriere della Sera, იტალიური მედია

"ხვიჩა და ლეაო ნაპოლისა და მილანის ბედს განაგებენ" - Corriere della Sera, იტალიური მედია
3-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ყოველდღიური გაზეთი, კერძოდ Corriere della Sera საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი "მილანის" რაფაელ ლეაოსა და "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაზეა, რომლებიც, აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტთა აზრით, საკუთარი გუნდების ბედის განმკარგველები არიან.

"რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია, - ეს ის ორი მოთამაშეა, რომლებმაც საკუთარ გუნდთა წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მხოლოდ პაულო დიბალაა მოთამაშე, რომელიც ამ დუეტის პროდუქტიულობას მიუახლოვდა, თუმცა არგენტინელის შესაძლებლობების შესახებ ყველამ კარგად ვიცოდით, ლეაო და კვარაცხელია კი, ამ ყველაფერს ახლა გვიმტკიცებენ".

"კვარაცხელია და ლეაო სათამაშო სტილით განსხვავდებიან, თუმცა ორივე მოედნის ერთი ნახევრიდან მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში ორივე წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ხვიჩა კვარაცხელია გამხდარი და მოქნილი ფეხბურთელია, რომელსაც მეტოქეების გაბრუება ფინტებით იდეალურად გამოსდის, ხოლო ლეაო ფიზიკურად უფრო ძლიერი მოთამაშეა, რომელიც უმეტესად ვერტიკალური შეტევებით გამოირჩევა, მისი უპირატესობა კი სისწრაფეა. მისგან განსხვავებით, კვარაცხელიას დრიბლინგში ხშირია ბურთის მიმართულების შეცვლა, რაც მას პორტუგალიელისგან განსხვავებულს ხდის".

"ქართველი ფეხბურთელი ძალიან სწრაფად დაიბადა და მისი ევოლუციის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ხვიჩა კვარაცხელიას რაღაც განსაკუთრებული გააჩნია, რაც ჯერ არ აღმოჩენილა", - წერს იტალიური მედია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი