როგორც ფრანგი ჟურნალისტი ადრიენ გრენიე წერს, ჟოზე მოურინიო მზადაა, რომ რომა დატოვოს და პსჟ ჩაიბაროს. პარიზული კლუბი კრისტოფ გალტიეს მუშაობით კმაყოფილი არაა და ახალი მწვრთნელის მონახვა სურს, ჟოზე კი ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატია.
ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ პორტუგალიელი თავკაცი ანალოგიურს ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში გააკეთებს.
ლონდონელთა მესვეურებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ თუ ვინ იქნება ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდის მომავალი მწვრთნელი, თუმცა იწერება ის, რომ მოურინიო რეალურ კანდიდატად განიხილება.
ცნობისთვის, პორტუგალიელ სპეციალისტს რომასთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს ეწურება.