"აი, რატომ არ არის ერლინგ ჰოლანდი ლიონელ მესის დონეზე" - პეპ გვარდიოლა » სპორტის ხაზი

"აი, რატომ არ არის ერლინგ ჰოლანდი ლიონელ მესის დონეზე" - პეპ გვარდიოლა

"აი, რატომ არ არის ერლინგ ჰოლანდი ლიონელ მესის დონეზე" - პეპ გვარდიოლა
3-10-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მანჩესტერული დერბი გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით დასრულდა, სადაც ჰეთ-ტრიკის შესრულება ერლინგ ჰოლანდმა მოახერხა (6-3). აღსანიშნავია, რომ ეს ჰოლანდისთვის მესამე ჰეთ-ტრიკი იყო "პრემიერ ლიგაში" ქალაქელთა მაისურით, რისთვისაც მას მხოლოდ 8 შეხვედრის გამართვა დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელის შეჩერება ჯერჯერობით წარმოუდგენლად მოჩანს, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ჰოლანდი ლიონელ მესის დონეზე:

"რა თქმა უნდა, ჰოლანდის მონაცემები და სტატისტიკა დაუჯერებელია, თუმცა მას ამ ყველაფრის გასაკეთებლად თანაგუნდელების დახმარება სჭირდება, ხოლო სხვაობა მასსა და ლეო მესის შორის ისაა, რომ არგენტინელს ყველაფრის კეთება მარტოსაც შეუძლია", - პეპ გვარდიოლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი