დვალიშვილი: “ამ მებრძოლთან ჩხუბი მინდა, მაგრამ…” » სპორტის ხაზი

დვალიშვილი: “ამ მებრძოლთან ჩხუბი მინდა, მაგრამ…”

დვალიშვილი: “ამ მებრძოლთან ჩხუბი მინდა, მაგრამ…”
12-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა, თუ ვისთან სურს მომდევნო დაპირისპირების გამართვა. ჩემპიონმა აგრეთვე რუსი პიოტრ იანის შესახებაც დააფიქსირა კომენტარი:

“მე პირადად შონ ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ UFC-ი აცხადებს, რომ მას მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. ალჯამეინ სტერლინგი ჰენრი სეხუდოს რომ დაამარცხებს, მისი და ომალის დაპირისპირება მაშინ ჩაინიშნება. UFC ომალის იცავს და სატიტულო ბრძოლას უმზადებს. შონი ძალიან კარგი მებრძოლია და მას უდიდეს პატივს ვცემ.

რაც შეეხება პიოტრ იანს, არ ვფიქრობ, რომ მისთვის ყველაფერი დასრულებულია. იგი ნურმაგომედოვს ან სხვას უნდა ეჩხუბოს. იანი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ჩემს სტილთან გამკლავება მისთვის ურთულესია.

რაც შეეხება ჩემ ოქტაგონზე დაბრუნების თარიღს, ეს იქნება ალჯოს ჩხუბის შემდეგ, რომელიც 6 მაისს გაიმართება, დასაბრუნებლად მზად ვიქნები.”

გეტყვით, რომ დვალიშვილმა საერთო ჯამში 20 ბრძოლიდან 16 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი