"მის სახელს შემთხვევით არ სკანდირებენ" - ჩავი მესის დაბრუნებაზე ალაპარაკდა? » სპორტის ხაზი

"მის სახელს შემთხვევით არ სკანდირებენ" - ჩავი მესის დაბრუნებაზე ალაპარაკდა?

"მის სახელს შემთხვევით არ სკანდირებენ" - ჩავი მესის დაბრუნებაზე ალაპარაკდა?
11-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ლიონელ მესის ბარსელონაში დაბრუნების შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება.

ამის შესახებ ჟურნალისტებმა შეკითხვა კლუბის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს დაუსვეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"ყველანი კარგად ხედავთ, რომ ბარსელონაში მის შესახებ დიდი ეიფორიული ფონია შექმნილი. ის ფაქტი, რომ ზედიზედ ორი მატჩია მთელი კამპ ნოუ მესის სახელს სკანდირებს, შემთხვევითი სულაც არაა."

"ახლა მთლიანად ლა ლიგის მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი, შემდეგ კი ყველაფერს დრო გვიჩვენებს."
- თქვა ბარსელონას თავკაცმა

ცნობისთვის, ლიონელ მესის კარიერის გაგრძელება როგორც საუდის არაბეთში (თანაც ზღაპრულ ხელფასად), ისე MLS-შიც შეუძლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი