"ოსიმენი მილანთან ვერ დაგვეხმარება" - აურელიო დე ლაურენტისი გულშემატკივრებს მიმართავს » სპორტის ხაზი

"ოსიმენი მილანთან ვერ დაგვეხმარება" - აურელიო დე ლაურენტისი გულშემატკივრებს მიმართავს

"ოსიმენი მილანთან ვერ დაგვეხმარება" - აურელიო დე ლაურენტისი გულშემატკივრებს მიმართავს
11-04-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, იტალიურ მედიაში ნაპოლის გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც აურელიო დე ლაურენტისმა გულშემატკივრებს უთხრა, ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას დანამდვილებით გამოტოვებს.

მიუხედავად ნიგერიელის საკმაოდ დიდი დანაკლისისა, ნეაპოლურ ბანაკში კარგი სიახლეებიცაა, მაგალითად ის, რომ გუნდთან ერთად თავიდან ბოლომდე დაიტვირთა ჯაკომო რასპადორი (რომლის არყოფნაზეც გუშინ იწერებოდა). შესაბამისად, ცენტრში სპალეტის უმთავრესი არჩევანი სწორედ 23 წლის იტალიელი ფორვარდი იქნება.

ზოგიერთი იტალიური წყაროს ინფორმაციით, ლუჩანო ცრუ 9-იანის სისტემით თამაშს კვლავ განიხილავს, თუმცა ამ პოზიციაზე მას ხვიჩაზე მეტად ელიფ ელმასის ვარიანტი უფრო მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ მილანისა და ნაპოლის პირველი ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 12 აპრილს სან სიროზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი