მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს! » სპორტის ხაზი

მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს!

მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს!
10-04-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც საერთაშორისო მედიაში იწერება, მარკუს რაშფორდი საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელ ფეხბურთელს კლუბის შიდა ატმოსფერო და სიტუაცია მოსწონს, ამიტომ მისი პრიორიტეტი ოლდ ტრაფორდზე დარჩენაა.

რაშფორდისა და უშუალოდ კლუბის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ და დიდი ალბათობით, მარკუსის კონტრაქტი, რომელიც 2024 წლამდეა გაფორმებული კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდმა პრემიერ ლიგაში 29 მატჩი ითამაშა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი