დაპირისპირება ავტოსადგომზე - რა მოხდა ვალვერდესა და ბიენას შორის » სპორტის ხაზი

დაპირისპირება ავტოსადგომზე - რა მოხდა ვალვერდესა და ბიენას შორის

დაპირისპირება ავტოსადგომზე - რა მოხდა ვალვერდესა და ბიენას შორის
10-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Marca იტყობინება, “რეალისა” და “ვილიარეალის” მატჩის შემდგომ ფედერიკო ვალვერდესა და ალექს ბიენას შორის უთანხმოება იყო. ურუგვაელმა მოთამაშემ ბიენას ავტოსადგომზე ხელი დაარტყა.

ზემოთაღნიშნული წყარო ამბობს, რომ ფეხბურთელთა შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ იანვარში, თასის მატჩზე დაიწყო, როცა ბიენამ ვალვერდეს ასეთი სიტყვები უთხრა: “იტირე ახლა, შენი შვილი რომ არ დაიბადება”( ურუგვაელის ცოლი მუცლის მოშლის საფრთხის ქვეშ იყო). ფედეს საახლობლოში ამბობენ, რომ “ვილიარეალის” მოთამაშემ ეს შაბათს გამართულ შეხვედრაშიც გაიმეორა.

ვინაიდან ავტოსადგომზე კამათის ამსახველი კადრები არსებობს, საქმე შესაძლოა სასამართლომდეც მივიდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი