ბრაჰიმ დიასი: “ნაპოლი ძალიან ძლიერი კლუბია” » სპორტის ხაზი

ბრაჰიმ დიასი: “ნაპოლი ძალიან ძლიერი კლუბია”

ბრაჰიმ დიასი: “ნაპოლი ძალიან ძლიერი კლუბია”
12-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ოთხშაბათს, 12 აპრილს “ნაპოლისა” და “მილანს” შორის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. აწ უკვე მოახლოებულ ჯახზე “როსონერის” ნახევარმცველმა, ბრაჰიმ დიასმა ისაუბრა.

"ევროპის უძლიერესი რვა გუნდში ყოფნა წარმოუდგენელია. შარშან მოვახერხეთ სკუდეტოს მოგება, ახლა კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვიბრძვით.

ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც თავის კლასს აჩვენებს როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ისინი ტექნიკურად ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც” - განაცხადა ესპანელმა მოთამაშემ.

პირველი შეხვედრა 12 აპრილს, 23:00-ზე ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი