ბითაძე: “შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო” » სპორტის ხაზი

ბითაძე: “შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო”

ბითაძე: “შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო”
12-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეს, გოგა ბითაძეს “ორლანდო მეჯიქის” მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა “ბრუკლინ ნეთსის” წინააღმდეგ ჰქონდა. მან 12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. მატჩის შემდგომ ბითაძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა:

“ორლანდოში თბილად მიმიღეს, მხოლოდ მოთამაშეებზე არ ვლაპარაკობ, ორგანიზაციის ყოველმა წევრმა ახალ გუნდში ინტეგრაცია გამიადვილა. ყველამ ხელი შემიწყო, რომ მალევე გავშინაურებულიყავი გუნდში.

ვფიქრობ, ახალი სეზონისთვის კიდევ შემიძლია მოვუმატო. იქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ვითამაშო, ეს ჩემი ქვეყნისთვის პირველი მუნდიალია. ასე რომ, ძალიან დატვირთული ზაფხული მელის. ახალი სეზონისთვის, სულ სხვა განწყობით დავბრუნდები, შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი