"თუ ადამიანს ჰყავს 11 მოთამაშე მისი გულით, მაშინ...", - ვაისმა კანკავა შეაქო » სპორტის ხაზი

"თუ ადამიანს ჰყავს 11 მოთამაშე მისი გულით, მაშინ...", - ვაისმა კანკავა შეაქო

"თუ ადამიანს ჰყავს 11 მოთამაშე მისი გულით, მაშინ...", - ვაისმა კანკავა შეაქო
3-10-2022, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში, ვლადიმერ ვაისის ბრატისლავამ საკუთარ მოედანზე პოდბრეზოვას უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში თავი გოლით საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ გამოიჩინა, რომელმაც 88-ე წუთზე სლოვანი წინ გაიყვანა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მატჩისრულად ჩაატარეს, რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან სასტარტოდან დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზევე ჰრანჩარმა შეცვალა.

მატჩის დასრულებისთანავე, ვლადიმერ ვაისმა შეხვედრა შეაფასა და ჯაბა კანკავაზეც ისაუბრა:

"ვერ წარმომიდგენია გუნდი ჯაბა კანკავას გარეშე - მის გარეშე როგორც გვიჭირს, რამდენიმე მატჩში კარგად გამოჩნდა.

ის ჩვენთვის ნახევარდაცვის ბრილიანტია - თუ ადამიანს 11 მოთამაშე ეყოლება კანკავას გულით, შეუძლია ოფისში იჯდეს და მატჩს ტელევიზორიდან უყუროს
", - განაცხადა ვაისმა.

ცნობისთვის, სლოვან ბრატისლავა სლოვაკეთის ჩემპიონატს 26 ქულით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი