"ზუსტად ვიცი რა სურთ ქომაგებს", - ლამპარდმა ჩელსისი დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ზუსტად ვიცი რა სურთ ქომაგებს", - ლამპარდმა ჩელსისი დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

"ზუსტად ვიცი რა სურთ ქომაგებს", - ლამპარდმა ჩელსისი დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
7-04-2023, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ფრენკ ლამპარდი ლონდონის ჩელსის დროებით მწვრთნელად მუშაობას მარტივად დათანხმდა. არისტოკრატებში დაბრუნებაზე კომენტარი თავად ლამპარდმაც გააკეთა და საკუთარი გადაწყვეტილება ასე ახსნა.

"ეს ჩემი კლუბია, რომელთანაც უამრავი ემოცია მაკავშირებს მე კი ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ. ჩელსიდან წასვლის შემდეგ, სხვა გზას გავუყევი, ასე რომ დაბრუნება მიხარია, თანაც მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბის დახმარება შემიძლია.

თავდაჯერებული ვარ, გუნდში მყოფ ბევრ ფეხბურთელთან წარსულშიც მიმუშავია და ვხვდები რა სურთ ჩელსის ქომაგებს - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ის მივცე, რაც სურთ
", - განაცხადა ლამპარდმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი