"ხვიჩა, ხომ არ გინდა შეგცვალო?", - კვარაცხელიას პასუხი ნაპოლის მთავარ მწვრთნელს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა, ხომ არ გინდა შეგცვალო?", - კვარაცხელიას პასუხი ნაპოლის მთავარ მწვრთნელს

"ხვიჩა, ხომ არ გინდა შეგცვალო?", - კვარაცხელიას პასუხი ნაპოლის მთავარ მწვრთნელს
2-10-2022, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერი ა-ს მე-8 ტურის მატჩში, ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ტორინოს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამრცხა.

მასპინძელი გუნდის შემადგენლობიდან, ბოლო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და მთლიანობაში, კარგი თამაშიც ჩაატარა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ კვარაცხელიას ერთ-ერთ ეპიზოდში უთხრა: "ხომ არ გინდა შეგცვალო?"

ამ ინციდენტიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში კი ქართველმა შემტევმა ბურთი ცენტრიდან წამოიღო, მოედნის ნახევარი გაიარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

როგორც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სპალეტიმ განაცხადა, მისი ყვირილის მიზეზი ის იყო, რომ კვარაცხელიას მცველების დახმარებისკენ მოუწოდებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი