ძოლა: “კვარა ჯორჯ ბესტს ჰგავს” » სპორტის ხაზი

ძოლა: “კვარა ჯორჯ ბესტს ჰგავს”

ძოლა: “კვარა ჯორჯ ბესტს ჰგავს”
7-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ფეხბურთის გამორჩეულმა პერსონამ, ჯანფრანკო ძოლამ ადგილობრივ მედიასთან “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და მათ შესანიშნავ ასპარეზობას ხაზი გაუსვა.

“ნაპოლის ძირითად შემადგენლობაში ყოფნისთვის ყველა იბრძვის. მეც ბევრი შრომა მომიწევდა. ალბათ ძალიან მცირე სათამაშო დროს მივიღებდი. მათი თამაში უბრალოდ მშვენიერია. ნაპოლი წელს ძალიან გუნდურია.

კვარას შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი და როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, მალევე შემექნა უმაღლესი წარმოდგენა. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, ასევე გუნდურიც. მას აქვს ბრწყინვალე ხასიათი და ამ მხრივ, კიდევ უფრო იზრდება. ნამდვილად ჰგავს ჯორჯ ბესტს, საუკეთესოა” - განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი