"ჩელსიმაც და ლივერპულმაც აქ ყოფნა დაიმსახურა", - კლოპმა სატურნირო ცხრილზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ჩელსიმაც და ლივერპულმაც აქ ყოფნა დაიმსახურა", - კლოპმა სატურნირო ცხრილზე ისაუბრა

"ჩელსიმაც და ლივერპულმაც აქ ყოფნა დაიმსახურა", - კლოპმა სატურნირო ცხრილზე ისაუბრა
5-04-2023, 20:31
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილზე საუბრისას, ლივერპულის და ლონდონის ჩელსის პოზიციები შეაფასა.

შეგახსენებთ, ლივერპული მე-8 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ლონდონის ჩელსი მე-11, რაც სეზონის დაწყების წინ ნაკლებად სავარაუდო იყო.

"კი, ეს ცოტა უცნარია, მაგრამ რეალობა ასეთია. ორივე გუნდმა დაიმსახურა ყოველივე ეს, თუმცა სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ გვაქვს. უბრალოდ თვალების დახუჭვა და იმის თქმა, რომ ერთი და იგივე ხდება არ შეიძლება - თავები უნდა ჩავხაროთ და სიტუაცია შევცვალოთ.

უნდა ვიბრძოლოთ, ერთადერთი გამოსავალი ეს არის! არ შეიძლება მოედანზე მხოლოდ იმის იმედად შეცვლა, რომ რაღაც მოხდება, თვალების გახელა, ყველაფრის გარკვევა და მოქმედებაა საჭირო - სწორედ ამას გავაკეთებთ ჩვენც
", - განაცხადა კლოპმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი