"გიორგი მამარდაშვილის აგენტი ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდა" - რას წერს COPE ქართველი მეკარის შესახებ? » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილის აგენტი ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდა" - რას წერს COPE ქართველი მეკარის შესახებ?

"გიორგი მამარდაშვილის აგენტი ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდა" - რას წერს COPE ქართველი მეკარის შესახებ?
5-04-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ქართულ მედიაში დაიწერა, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლონდონში იმყოფება და ადგილობრივ კლუბებს ქართველი მეკარის შესახებ დეტალებზე ესაუბრება.

ამავე ინფორმაციას ადასტურებს COPE, რომელის წერს, რომ მამარდას აგენტი ლონდონის ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდა:

"გიორგი მამარდაშვილის აგენტი ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებს შეხვდა, შემდეგ კი ისინი ლივერპულისა და ლონდონური კლუბის თამაშს სტემფორდ ბრიჯზე დაესწრნენ."

"ჩელსის ხელმძღვანელობა ქართველი კარის დარაჯით სერიოზულად ინტერესდება. სწორედ ამიტომ, ისინი აპირებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ვალენსიას სარფიანი შეთავაზებით მიმართონ."

"ლონდონელები აქტიურად ცდილობენ, რომ გიორგის ტრანსფერში მოცილეები საბოლოოდ ჩამოიშორონ, ასეთი კი თანაქალაქელი ტოტენჰემია."
- წერს ესპანური გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი