კიმისთვის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს » სპორტის ხაზი

კიმისთვის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს

კიმისთვის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს
5-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლიმ” აწ უკვე მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად კიმ მინ ჯეც დაიმატა. სამხრეთ კორეელი მცველი იტალიური კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 26 წლის მოთამაშეს უკვე 36 შეხვედრა მოუგროვდა.

ბუნებრივია, რომ კიმის ხარისხიანი თამაში მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული კლუბებისთვის შეუმჩნეველი არ იქნებოდა. უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სამხრეთ კორეელის გადაბირება პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს, ესენი არიან: “მანჩესტერ იუნაიტედი,” “ლივერპული” და “ტოტენჰემი.” როგორც Daily Mail-ი გვამცნობს სამივე გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ამავდროულად “ნაპოლი” კიმთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი