ბითაძემ “კლივლენდს” 10 ქულა ჩაუგდო » სპორტის ხაზი

ბითაძემ “კლივლენდს” 10 ქულა ჩაუგდო

ბითაძემ  “კლივლენდს” 10 ქულა ჩაუგდო
5-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გამთენიისას გაიმართა. “ორლადო მეჯიქი” შინ “კლივლენდს” დაუხვდა. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა, ამაზე მატჩის ანგარიშიც მეტყველებს. სტუმრებმა 117:113 იმარჯვეს.

რაც შეეხება ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს, მან 16:09 წუთის მანძილზე ითამაშა. ამ დროის მანძილზე გოგამ 10 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველი თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული და ეფექტური იყო.

ამ მარცხის შემდეგ “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი