ოსიმენი და ახლა სიმეონეც? - არგენტინელს ლა ლიგიდან თვალი დაადგეს » სპორტის ხაზი

ოსიმენი და ახლა სიმეონეც? - არგენტინელს ლა ლიგიდან თვალი დაადგეს

ოსიმენი და ახლა სიმეონეც? - არგენტინელს ლა ლიგიდან თვალი დაადგეს
4-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ჯოვანი სიმეონე შესაძლოა, რომ მომდევნო სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

როგორც Sport.es წერს, არგენტინელი თავდამსხმელით ანდალუსიის სევილია ინტერესდება, რომლის ამჟამინდელ ცენტრალურ ფორვარდს, იუსუფ ენ-ნესირის ლა ლიგის 27 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სიმეონეთი განსაკუთრებულადაა მოხიბლული სევილიას სპორტული დირექტორი მონჩი, რომელიც აპირებს, რომ ახალი სეზონიდან კლუბის შემადგენლობა გადაახალისოს, სევილიელთა ეს გადაწყვეტილება კი სავსებით ლოგიკურია, რადგან ისინი შიდა ჩემპიონატის მე-13 პოზიციას 31 ქულით იკავებენ.

ცნობისთვის, ჯოვანი სიმეონემ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 26-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 17 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი