გუშინ, სიმონე ინძაგის გუნდმა "რომას" უმასპინძლა, სადაც სტუმრებმა 1:2 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი კრის სმოლინგმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდგომი კომენტარი იტალიურ ენაზე გააკეთა.
როგორც იწერება, კრის სმოლინგი გამორჩეული არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც იყო. სწორედ სმოლინგის იტალიური ინტერვიუს შესახებ წერენ გულშემატკივრები, რომ დასაფასებელი და სასიამოვნოა, როდესაც ინგლისელები იტალიის ჩემპიონატში ჩადიან და ამავე ენაზე საუბრობენ. გარდა ამისა, ანალოგიურად შეაქეს ტამი აბრაჰამიც, რომელიც ასევე მოწადინებულად ცდილობს იტალიური კულტურის შეცნობასა და ათვისებას.
"სმოლინგის ეს საქციელი აჩვენებს, რომ კრისი არამარტო გუნდის, არამედ ერთი დიდი ოჯახის ნაწილია", - წერენ გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ "რომა" ამ მოგებით ცხრილის მე-6 პოზიციაზე 16 ქულით გადავიდა.