“ლიგაზე სხვა შეხვედრას ვიხილავთ” - მანჩინი “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩზე » სპორტის ხაზი

“ლიგაზე სხვა შეხვედრას ვიხილავთ” - მანჩინი “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩზე

“ლიგაზე სხვა შეხვედრას ვიხილავთ” - მანჩინი “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩზე
6-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ “ნაპოლისა” და “მილანის” დაპირისპირებაზე საუბრობს. “სკუადრა აძურას” თავკაცმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იტალიის სერია A-ში დაფიქსირებული შედეგი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გავლენას არ იქონიებს:

“არ ვთვლი, რომ მილანის გამარჯვებამ ჩემპიონთა ლიგაზე რამე სხვაობა შექმნას. ეს ტურნირი საერთოდ სხვა რამეა. მილანმა გუშინ დამსახურებულად გაიმარჯვა, ნაპოლიზე კი შეიძლება ითქვას, რომ ყველა თამაშს ვერ მოიგებს და ზოგიერთ მატჩში დამარცხდებიან, ეს ბუნებრივია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ განსხვავებულ შეხვედრებს ვიხილავთ.”

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი იტალიური დუელი 12 აპრილს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი