“თუ კვარას გააჩერებ, მაშინ …” - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

“თუ კვარას გააჩერებ, მაშინ …” - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

“თუ კვარას გააჩერებ, მაშინ …” - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი
4-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში “ნაპოლი” “მილანთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა. მსგავსი ანგარიშით მარცხი ყველასათვის მოულოდნელი იყო, სწორედ ამიტომ ალაპარაკდა იტალიური მედიის ნაწილი იმაზე, რა არის “პარტენოპეის” მთავარი პრობლემა.

ერთ-ერთი ჟურნალისტი, ანტონიო კორბო საუბრობს, რომ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემოა.

“როდესაც სერიოზულ შეცდომებს უშვებ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც მილანია, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც იმედოვნებ. გუშინ ნაპოლის კოლექტიური თამაში ძალიან მწირი იყო. ამ გუნდს ალბათ ორი ნაკლი აქვს: პირველი ის, რომ შეცვლები გვიანდება და სათადარიგო სკამიდან ჩართულებს ცოტა დრო აქვთ რაიმეს შესაცვლელად და მეორე, თუკი კვარაცხელიას გააჩერებ, მთელი გუნდი იბლოკება. ნაპოლი გუშინ იმდენად დაეცა, რომ კომენტარის გაკეთებაც რთულია” - წერს იტალიელი.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ “მილანს” დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი