საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში “ბორდო” “გინგამს” ესტუმრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ფრანსერჯიოს 21-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ჟირონდელები სახლში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ისინი ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და “ლა ავრეს” 7 ქულით ჩამორჩებიან.
ქართველი შემტევი, ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე ალექს პიტუს ნაცვლად გამოვიდა. 19 წუთის მანძილზე მან 2 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და ბურთს ათჯერ შეეხო. Sofascore-სგან ზურიკომ 6.6 ქულა დაიმსახურა.