"როდესაც ხვიჩას აჩერებენ ნაპოლის ეს ემართება" - იტალიელი ჟურნალისტი სპალეტის აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"როდესაც ხვიჩას აჩერებენ ნაპოლის ეს ემართება" - იტალიელი ჟურნალისტი სპალეტის აკრიტიკებს

"როდესაც ხვიჩას აჩერებენ ნაპოლის ეს ემართება" - იტალიელი ჟურნალისტი სპალეტის აკრიტიკებს
3-04-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი კომენტატორი და სპორტული ჟურნალისტი ანტონიო კორბო ნაპოლის მილანთან განადგურებას გამოეხმაურა და ლუჩანო სპალეტი მწვავედ გააკრიტიკა:

"გუშინდელ შეხვედრაში ნაპოლი გუნდურად ძალიან ღარიბი იყო, მილანმა კი მათ მიერ დაშვებული შეცდომები სათავისოდ გამოიყენა."

"ლუჩანო სპალეტის, რომელსაც ჟურნალისტების მოსმენა დიდად არ უყვარს, ვურჩევ, რომ კარგად მომისმინოს. ამ ეტაპზე მის გუნდს ორი გამოკვეთილი პრობლემა აქვს. პირველი ისაა, რომ სპალეტი სათადარიგოებს არც ისე ბევრ დროს აძლევს, მოედანზე მათი გამოჩენის დროს კი ისინი ვერ თამაშობენ, რაც სავსებით ლოგიკურია. მეორე ის გახლავთ, რომ გუნდი თავიდან ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიაზეა ჩამოკიდებული, მისი ამოკეტვის შემთხვევაში კი მთელი ნაპოლი იშლება."
- თქვა კორბომ

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ნაპოლი 71 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაციოს 16 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი