"გუნდს პატივს არ ვცემთ და მოედანზე ბოლომდე არ ვიხარჯებით", - პერეირამ უკმაყოფილება ვერ დამალა » სპორტის ხაზი

"გუნდს პატივს არ ვცემთ და მოედანზე ბოლომდე არ ვიხარჯებით", - პერეირამ უკმაყოფილება ვერ დამალა

"გუნდს პატივს არ ვცემთ და მოედანზე ბოლომდე არ ვიხარჯებით", - პერეირამ უკმაყოფილება ვერ დამალა
3-04-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი პსჟ საკუთარ მოედანზე ლიონს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს ნახევარმცველმა დანილო პერეირამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და უკმაყოფილება ვერ დამალა.

"კლუბს პატივს არ ვცემთ, თითქოს მოედანზე ბოლომდე არ ვიხარჯებით. თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, ჩემპიონობის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

გასაგებია, რომ ახლა გუნდი რთულ პერიოდს გადის, მაგრამ სხვაობა არც ისე დიდია - მხოლოდ ექვსი ქულა. ბევრი რამეა შესაცვლელი, მაგრამ ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ
", - თქვა პერეირამ.

ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ პსჟ 66 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევრებს, ლანსა და მარსელ 6 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი