“გული დაწყდა, რომ ქართველებს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა” - Areanapoli » სპორტის ხაზი

“გული დაწყდა, რომ ქართველებს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა” - Areanapoli

“გული დაწყდა, რომ ქართველებს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა” - Areanapoli
4-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ სერია A-ს 28-ე ტურში “ნაპოლი” “მილანთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა და მწარე მარცხი იწვნია. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ხვიჩა კვარაცხელიამ “როსონერის” კარი ვერ აიღო და მოედანი თავდახრილმა დატოვა.

Areanapoli გუშინდელ მატჩს გამოეხმაურა და წერს, რა ხდებოდა 90 წუთის შემდგომ გასახდელში. გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ:

“მატჩის შემდეგ კვარა პარტენოპეის რიგებში ყველაზე იმედგაცრუებული ჩანდა. მან მოედანი თავდახრილმა დატოვა.

გასახდელშიც დუმდა საბოლოო შედეგის გამო, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე თანაგუნდელმა მისი გამხნევება სცადა, მაგრამ ხვიჩას უკმაყოფილება ნამდვილად შესამჩნევი იყო.

გარდა ჩემპიონატში მარცხისა, კვარაცხელიას ასევე ძალიან დაწყდა გული, რომ მარადონაზე მისულ უამრავ ქართველ გულშემატკივარს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი