მამარდაშვილი და “ატლეტიკო” კვლავ აქტუალური თემა გახდა - რას აპირებს მადრიდული გუნდი » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი და “ატლეტიკო” კვლავ აქტუალური თემა გახდა - რას აპირებს მადრიდული გუნდი

მამარდაშვილი და “ატლეტიკო” კვლავ აქტუალური თემა გახდა - რას აპირებს მადრიდული გუნდი
3-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი წარსულში მადრიდის “ატლეტიკოს” არაერთხელ დაუკავშირეს. აღნიშნულ საკითხზე საუბრები კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამჯერად ქართველის “როხიბლანკოში” გადასვლაზე TodoFichajes-ი წერს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, მადრიდელთა ინტერესებში დომინიკ ლივაკოვიჩიც იყო, თუმცა მისი ტრანსფერი “ვილიარეალში” მალე დაიხურება, შესაბამისას დიეგო სიმეონეს გაწვრთნილ კლუბს სხვა მეკარეზე მოუწევს აქცენტირება. ერთ-ერთი ფავირიტი კი სწორედ გიორგი მამარდაშვილია.

“ღამურებს” ფინანსური პრობლემები აქვთ. გიორგის მადრიდრულ კლუბში ტრანსფერი თანაც სარფიან თანხად მათ აშკარად წაადგებათ. “ატლეტიკოსთვის” კი მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათი კარი სანდო დარაჯის ხელში იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი