ზაზა ფაჩულია გუშინ “ნაპოლის” მატჩზე იმყოფებოდა » სპორტის ხაზი

ზაზა ფაჩულია გუშინ “ნაპოლის” მატჩზე იმყოფებოდა

ზაზა ფაჩულია გუშინ “ნაპოლის” მატჩზე იმყოფებოდა
3-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

შეხვედრის დაწყებამდე CBS Sports Golazo-სთან სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია.

“ნეაპოლში სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი, რათა კვარას მხარდაჭერა გამოვუცხადო. ხვიჩა კვარაცხელია მთელ საქართველოსა და ქართველ ერს წარმოადგენს. ჩვენნაირი პატარა ერისთვის, ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. ჩემს ცოლს ვეხუმრე კიდეც, მგონი, ნახევარი საქართველო მართლაც აქ არის, რადგან მარადონაზე ძალიან ბევრ ქართულ დროშას ვხედავ, ძალიან ვამაყობ” - განაცხადა ზაზამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი