"ჩვენს ცუდ ხარისხზე სანაკრებო პაუზამაც იმოქმედა" - სპალეტიმ მიზეზს მიაგნო? » სპორტის ხაზი

"ჩვენს ცუდ ხარისხზე სანაკრებო პაუზამაც იმოქმედა" - სპალეტიმ მიზეზს მიაგნო?

"ჩვენს ცუდ ხარისხზე სანაკრებო პაუზამაც იმოქმედა" - სპალეტიმ მიზეზს მიაგნო?
3-04-2023, 01:35
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ნაპოლიმ მილანს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა დამრიგებელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ მას:

"შედეგი მტკინვეულად არ აღვიქვით, რადგან მილანი უბრალოდ გასაოცარი იყო. მათ ყველა ის შესაძლებლობა გამოიყენეს, რაც ჩვენ მივეცით. დღეს ჩვენი სტანდარტებით ცუდად ვითამაშეთ და ჩვენივე დონე დაგვიქვეითდა."

"ნახევარმცველები ბურთის მიმოქცევაში მონაწილეობას იღებდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი სტანდარტებით უამრავი ბურთი დავკარგეთ, რაც მილანმა სათავისოდ გამოიყენა. მილანის ფეხბურთელები ხაზებს შორის სივრცეებს კარგად ითვისებდნენ, ჩვენ კი ამას ვერაფერი მოვუხერხეთ."

"სანაკრებო პაუზამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა, რადგან ბიჭები დაღლილები დაბრუნდნენ. მათ თავიანთი სამშობლოები უყვართ და წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს, უბრალოდ ნეაპოლში შედარებით გამოფიტულები აღმოჩნდენ. გარდა ამისა, ჩვენ ოსიმენი, ოლივერა და სხვები დავკარგეთ, ამაში არ გაგვიმართლა."
- ლუჩანო სპალეტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი