"ამაში ჩვენ მათზე სახიფათონი ვართ" - სტეფანო პიოლის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ამაში ჩვენ მათზე სახიფათონი ვართ" - სტეფანო პიოლის კომენტარი

"ამაში ჩვენ მათზე სახიფათონი ვართ" - სტეფანო პიოლის კომენტარი
3-04-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე მილანს უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მედიაში მილანის დამრიგებლის კომენტარი გავრცელდა, გთავაზობთ მას:

"ეს მხოლოდ ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო. ახლა მთავარი ისაა, რომ ასეთივე დამოკიდებულება, განწყობა და ხასიათი შევინარჩუნოთ. დღევანდელი მოგებით ძველი მატჩები წარსულში დავტოვეთ."

"დღეს მოვიგეთ, თუმცა ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე არ იმოქმედებს. ვაპირებ, რომ მატჩს ხელახლა ვუყურო, რათა ჩვენი სისუსტეები გავანეიტრალო. ეს მოგება მილანის აჩქარებისთვისა და სტარტისთვის კარგია, თუმცა წინ კიდევ 2 თამაში გველის."

"რასაკვირველია, ნაპოლის დამარცხება თავდაჯერებას მოგვცემს, თუმცა ჩემპიონთა ლიგა საერთოდ სხვა ტურნირია. ეს იქნება ორი დიდად ინტენსიური შეხვედრა, რომლის წინასწარ პროგნოზირება რთული საქმეა. ის ფაქტი ცალსახაა, რომ გახსნილ თამაშში ჩვენ ბევრად სახიფათონი ვართ, ამაზე ნეაპოლში კვლავ ვიფიქრებთ."
- სტეფანო პიოლი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი