ოსიმენი: “მჯერა, ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვიქნები” » სპორტის ხაზი

ოსიმენი: “მჯერა, ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვიქნები”

ოსიმენი: “მჯერა, ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვიქნები”
2-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენმა საზარდული დაიზიანა და გარკვეული პერიოდი დასვენებას საჭიროებს. იგი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს სერია A-ში “მილანის” წინააღმდეგ, თუმცა თავად ნიგერიელი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისთვის მზად იქნება.

“სერიოზული არაფერია, მაგრამ 10-12 დღე დასვენება მჭირდება, რათა ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან მოედანზე ვიქნები.

ყველანი ბედნიერები ვართ და ჩვენი ოცნების ასახდენად მაქსიმუმს ვაკეთებთ. სეზონის დასაწყისში ჩვენი ცოტას სჯეროდა, თუმცა, ახლოს ვართ მიზნებთან და მოუთმენლად ველოდებით ოცნების ასრულებას” - განაცხადა “პარტენოპეის” ერთ-ერთმა ლიდერმა TG5-თან საუბრისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი