“ხვიჩა ძალიან დასერიოზულებულია” - “რუბინის” სოც.მედია მენეჯერი » სპორტის ხაზი

“ხვიჩა ძალიან დასერიოზულებულია” - “რუბინის” სოც.მედია მენეჯერი

“ხვიჩა ძალიან დასერიოზულებულია” - “რუბინის” სოც.მედია მენეჯერი
1-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია გასულ წლამდე ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა. რუსული კლუბის სოციალური მედიის ყოფილმა მენეჯერმა, ივან ბოდილევსკიმ ქართველი ფეხბურთელის წინსვლისა და განვითარების შესახებ ისაუბრა:

“ხვიჩას ვუკავშირდები ხოლმე, წარმატებასა და დღესასწაულებს ვულოცავ. ახალ წლამდე ერთმანეთთან ხშირად ვკონტაქტობდით. მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, გუნდითა და თანაგუნდელებით, ყველაფრით მოხარული იყო.

ახლა რომ ვუყურებ, ძალიან გაიზარდა. პატარა ბიჭი უკვე დიდი კაცია. ვიდეოებიდანვე ჩანს ყველაფერი, მხიარული, პოზიტიური ბიჭი და დღეს ძალიან დასერიოზულებულია.

მახსოვს, როგორ მოვიდა ელექტრო სკუტერით ბაზაზე და იქ ატარებდა, დღეს? ამას აღარ გააკეთებს, რადგან შეიძლება მოწყობილობა გაფუჭდეს და თვითონ ხვიჩა დაშავდეს. აშკარაა, რომ დარბაზში ვარჯიშს მოუმატა, ძალიან გაიზარდა და გაძლიერდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი