"ხვიჩა კვარაცხელიას კი არა, ნაპოლის შეჩერებაზე ვიფიქრებთ" - ალესანდრო ფლორენცი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას კი არა, ნაპოლის შეჩერებაზე ვიფიქრებთ" - ალესანდრო ფლორენცი

"ხვიჩა კვარაცხელიას კი არა, ნაპოლის შეჩერებაზე ვიფიქრებთ" - ალესანდრო ფლორენცი
31-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, უახლოეს პერიოდში ნაპოლი და მილანი ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდებიან, აქედან ერთხელ სერია A-ში, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.

სწორედ ამის შესახებ ჩაწერა MEDIASET-თან ინტერვიუ მილანის გამოცდილმა მცველმა, ალესანდრო ფლორენციმ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაუმარცხებელი საერთოდ არავინაა, მათ შორის ნაპოლიც:

"მათთან მატჩები არც ისე იოლი იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, მილანთან დაპირისპირებით კმაყოფილები არც ისინი იქნებიან, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაში, ამას ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ვამბობ. ამ ტურნირზე ჩვენ ორიდან ერთ-ერთი ნახევარფინალში გავა, ეს კი ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იქნება, რადგან იტალიური კლუბი 1/2 ფინალში დაბრუნდება. ვფიქრობ, დაუმარცხებელი არავინაა, მათ შორის ნაპოლიც."

ამის შემდეგ, ფლორენციმ ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე გაამახვილა: "ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, რომ შეხვედრაში განსხვავება შექმნას. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთელი ყურადღება ნაპოლის გუნდურად შეჩერებაზე იქნება და რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი მიზანში ამოღებული არ გვყავს." - თქვა ალესანდრომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი და მილანი სერია A-ში კვირას ითამაშებენ. ეს შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.