მანჩესტერი ჩამოიტოვეს | ლონდონის ჩელსი ოსიმენის ყიდვის ფავორიტია? » სპორტის ხაზი

მანჩესტერი ჩამოიტოვეს | ლონდონის ჩელსი ოსიმენის ყიდვის ფავორიტია?

მანჩესტერი ჩამოიტოვეს | ლონდონის ჩელსი ოსიმენის ყიდვის ფავორიტია?
4-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Standard-მა ვიქტორ ოსიმენისა და ლონდონის ჩელსის პოტენციურ თანამშრობლობაზე დაწერა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სტემფორდ ბრიჯის ბინადრები ნიგერიელისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს ამარცხებენ და დიდი ალბათობით, ოსიმენს მომავალი სეზონიდან სწორედ ლონდონურ კლუბში ვიხილავთ:

"24 წლის ფეხბურთელმა თავადაც იცის ჩელსის ინტერესის შესახებ, რომელიც მორიგ ფიზიკურად ძლიერ ცენტრფორვარდს ეძებს. მათ მიაჩნიათ, რომ ვიქტორ ოსიმენი ერლინგ ჰოლანდის კარგი კონკურენტი იქნება, ჩელსის კი შეეძლება, რომ მანჩესტერ სიტის და მის ბომბარდირს ღირსეულად დაუპირისპირდეს. ლონდონელებს გოლის გატანა ძალიან უჭირთ, მათ საუკეთესო გოლეადორს, კაი ჰავერცს 36 თამაშში მხოლოდ 9 გოლი აქვს, პრემიერ ლიგაში კი თავად კლუბმა 29 გოლი გაიტანა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია."

"ვიქტორ ოსიმენი მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, თანაც მათი ინტერესის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგეთ, როდესაც ნიგერიელი ფორვარდი ლილში თამაშობდა. გარდა ამისა, წითელი ეშმაკების ინტერესი ჰარი კეინის მიმართაც მჟღავნდება, რომლის კონტრაქტიც სულ რაღაც 16 თვეში იწურება. ლონდონელთა უპირატესობა შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ ოსიმენის ბავშვობის კერპი დიდიე დროგბა იყო, რომელსაც უამრავი ლეგენდარული მატჩი აქვს გამართული ამავე კლუბის მაისურით."


მანჩესტერი ჩამოიტოვეს | ლონდონის ჩელსი ოსიმენის ყიდვის ფავორიტია?

ვიქტორ ოსიმენი ჩელსის მაისურით


"ნაპოლის სატრანსფერო მოდელი ყოველი სეზონის ბოლოს ერთი ვარსკვლავის გაყიდვას ეყრდნობა. ინგლისში ფიქრობენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენში 150 მილიონ ევრომდე მოითხოვს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ჩელსის ხელმძღვანელობამ 121 მილიონი ფინანსური დარღვევებისთვის დაკარგა, ისინი ვიქტორის შესაძენად მზადყოფნას მაინც გამოხატავენ და უკან დახევას არანაირი მიზეზის გამო არ აპირებენ." - წერს ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი