ჰამშიკი: “ნაპოლის საოცარი სეზონი აქვს, კვარას დიდი ფანტაზია” » სპორტის ხაზი

ჰამშიკი: “ნაპოლის საოცარი სეზონი აქვს, კვარას დიდი ფანტაზია”

ჰამშიკი: “ნაპოლის საოცარი სეზონი აქვს, კვარას დიდი ფანტაზია”
1-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ლეგენდარულმა მოთამაშემ, მარეკ ჰამშიკმა, რომელიც კლუბის ღირსებას 2007-2019 წლებში იცავდა და 408 მატჩი ჩაატარა, “პარტენოპეის” წლევანდელი სეზონისა და რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლი საოცარ სეზონს ატარებს. მათი პირველი გულშემატკივარი ვარ, შორიდანაც ვუყურებ მათ ყველა თამაშს, ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, ნებისმიერ მეტოქესთან მატჩს სწორი მენტალიტეტით უდგებიან.

ლობოტკა ნახევარდაცვის შუქურაა. ვიცოდი მისი პოტენციალის შესახებ, ის არასდროს აკეთებს არაზუსტ პასს, ყოველთვის მზადაა პრესინგისა და თამაშის გახსნისთვის.

კვარაცხელიას დიდი ფანტაზია აქვს, მისი თამაში კარგი სანახავია. ოსიმენი ძალიან მომწიფდა და მისი გოლები არასდროსაა ტრივიალური” - განაცხადა სლოვაკმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი