“პიოლი კვარასთვის გალიის აგებაზე ფიქრობს” - Sportmediaset » სპორტის ხაზი

“პიოლი კვარასთვის გალიის აგებაზე ფიქრობს” - Sportmediaset

“პიოლი კვარასთვის გალიის აგებაზე ფიქრობს” - Sportmediaset
31-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლისა” და “მილანის” გზები ახლო მომავალში რამდენიმეჯერ გადაიკვეთება. პირველი დაპირისპირდება იტალიის სერია A-ს ეგიდით გამართული მატჩი იქნება. კვირას, 2 აპრილს 28-ე ტურის მატჩს დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 12 და 18 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირებები შედგება.

ბუნებრივია მედია უკვე ალაპარაკდა აღნიშნულ მატჩებზე:

“სტეფანო პიოლის კოშმარულ ღამეებს კვარაცხელია აგროვებს. ლუჩანო სპალეტის გუნდთან სამი მატჩის წინ მილანის მწვრთნელისთვის ის ნამდვილი თავსატეხია.

პიოლის ალბათ არ დავიწყებია პირველი დაპირისპირება პარტენოპეისთან, როცა მილანი დამარცხდა.კალულუმ შესანიშნავად ითამაშა. კალაბრია და კიაერი მარჯვენა ფლანგზე კარგად თამაშობდნენ. მეორე ტაიმში ისინი კალულუმ და დესტმა შეცვალეს, რომელთაც კვარაცხელია მხოლოდ რამდენჯერმე გაექცა. ლოგიკურია, რომ ამიტომ პიოლი ისევ ფიქრობს გალიის აგებაზე, რომელსაც ასევე გაამაგრებენ სელმაკერსი და ტონალი” - წერს Sportmediaset-ი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი