კუმანი: “მზად ვარ, ბარსელონაში დავბრუნდე” » სპორტის ხაზი

კუმანი: “მზად ვარ, ბარსელონაში დავბრუნდე”

კუმანი: “მზად ვარ, ბარსელონაში დავბრუნდე”
31-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის “ბარსელონას” 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ზაფხულამდე ჰოლანდიელი სპეციალისტი, რონალდ კუმანი წვრთნიდა. იგი ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში.

კუმანმა თავისი კატალონიური კარიერა გაიხსენა და “ბარსელონაზე” ისაუბრა:

“2020 წელს გადავწყვიტე, რომ ეროვნული ნაკრებიდან ბარსელონაში გადავსულიყავი. კონტრაქტში იდო სპეციალური პუნქტი, რომელიც საშუალებას მაძლევდა ბარსელონაში გადავსულიყავი.

რა თქმა უნდა, დიდი პატივია ჩემი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობა, მაგრამ მაშინ ძალიან მინდოდა, რომ ბარსელონა გამეწვრთნა. ეს კლუბი მიყვარს და თუ შესაძლებლობა მექნება, დავბრუნდები.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი